Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა

31/01/2019

ა.წ. 30 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად რეზიდენციაში მიიღო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლები: გალიის მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ემანუელი და ანდრიანუპოლისის მიტროპოლიტი მაღალყოვლადუსამღვდელოესი ამფილოქე.

როგორც მიტროპოლიტმა ემანუელმა აღნიშნა, ამ ჩამოსვლის მიზანია უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებასთან დაკავშირებით მსოფლიო საპატრიარქოს პოზიციის განმარტება და დასძინა, რომ ეს ვიზიტი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც მათი აზრის თავსმოხვევის მცდელობა, არამედ მხოლოდ პოზიციის გაცნობა. შემდეგ კი დაწვრილებით ისაუბრა ტომოსთან დაკავშირებით ა.წ 6 იანვრამდე განვითარებულ მოვლენებზე.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა: იმისათვის, რომ დავეხმაროთ უკრაინას, რათა საეკლესიო ცხოვრებაში მშვიდობამ დაისადგუროს და არსებული პრობლემები გადაიჭრას, საჭიროა დრო. მეუფე ემანუელიც დაეთანხმა მას და თქვა, რომ იგი დარწმუნებულია, კათოლიკოს-პატრიარქის სიბრძნეში.

საუბრისას დაისვა კონკრეტული შეკითხვებიც, თუმცა შეხვედრას ძირითადად ზოგადი ხასიათი ჰქონდა.

მთავარი შედეგი არის შემდეგი: ორივე მხარე თანხმდება, რომ ყველამ უნდა ვიზრუნოთ მართლმადიდებელთა ერთობისათვის, ხოლო უკრაინის თემასთან მიმართებაში აჩქარება სიკეთის მომტანი არ იქნება.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced