-
უწმიდესი და უნეტარესი ილია II
უწმიდესი და უნეტარესი ილია II
უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა
-
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, 2011 წლის 24 მაისს ქ. გორში და 2 ივნისს ქ. ბათუმში ჩატარდა მარათონული გარბენი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გორის, ბათუმისა და ოზურგეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და სტუდენტებმა.
-
VI საერთაშორისო ფესტივალი
VI საერთაშორისო ფესტივალი
ფესტივალის პროგრამა 27.04.11 - 02.06.11
-
ახალგაზრდების შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან
ახალგაზრდების შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან
პროექტი “ახალგაზრდების შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან” მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების - მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების საუკეთესო წარმომადგენლების, სასულიერო პირების რეგულარულ შეხვედრებს ახალგარზდობასთან.
-
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული
კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ფონდმა დაიწყო პროექტი "ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული"
ფონდი
XXI საუკუნის საქართველო განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო მრავალი სირთულე წარმოიშვა, რომლებიც აისახა ქვეყნის როგორც საშინაო, ასევე საგარეო ცხოვრებაზე.
მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში სახელმწიფოთა პოლიტიკური და ეკონომიკური საზღვრები უწინდელ მნიშვნელობას კარგავს, რასაც თან სდევს ხალხებისა და კულტურათა ასიმილაციის რთული პროცესი, ამიტომ ეროვნული იდენტიფიკაციის უმთავრეს ფაქტორად კულტურული არეალიღა რჩება, მით უმეტეს ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. როგორც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში აღნიშნავს, ,,საქართველო მხოლოდ მაშინ გადარჩება და დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიოში, თუ იგი თავის ტრადიციებზე დაყრდნობით შექმნის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიღწევებზე დაფუძნებულ ქართულ სახელმწიფოს. ამ ორივე პირობის შესრულება მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი არსებობისა და შემდგომი განვითარებისათვის. თუნდაც ერთ-ერთი მათგანის მოკლება უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება ქვეყნისათვის~ (სააღდგომო ეპისტოლე. 23 აპრილი, 2006 წელი).
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, თავისი ისტორიული ტრადიციიდან გამომდინარე, ახალი ქართული სახელმწიფოს აღმშე-ნებლობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და მამოძრავებელი ძალა გახდა, რაც გამოიხატა არა მარტო რელიგიურ და საეკლესიო მოღვაწეობაში, არამედ ქვეყნის სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში.
სწორედ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ხელშეწყობისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევის მიზნით დაარსდა სულიერების, კულტურისა და მეცნიერების აღორძინებისა და განვითარების სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი.
ფონდი დაფუძნდა 2005 წლის 8 თებერვალს სამების საკათედრო ტაძარში, როდესაც წმინდა ეკლესია და სრულიად საქართველო საზეიმოდ აღნიშნავდა წმ. დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს.
მისმა უწმინდესობამ ამ დღესთან დაკავშირებით საგანგებოდ აღნიშნა: ,,დღეს არის განსაკუთრებული, ისტორიული დღე. დღეს ფუძნდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოსათვის. ეს იქნება ის ფონდი, რომლის საქმიანობაშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად მისი რელიგიური და ეროვნული კუთვნილებისა. ეს იქნება ის ფონდი, რომელიც ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა განამტკიცოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი აზროვნება; ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ ვიყავით, ვინა ვართ, და ვინ უნდა ვიყოთ...
ეს ფონდი იზრუნებს არა მარტო სულიერების განმტკიცებისთვის, არამედ კულტურისა და მეცნიერების აღორძინებისა და განვითარებისთვის, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისათვის. ამიტომ ჩვენ გვექნება ძალიან მჭიდრო კავშირი ჩვენს მეცნიერებათა აკადემიასთან, ჩვენს უნივერსიტეტებთან, უმაღლეს სასწავლებლებთან და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მეცნიერებს დავეხმაროთ; მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ეროვნული და სახელმწიფოებრივი აზროვნება განმტკიცდეს ჩვენში.~

















