Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
  • უწმიდესი და უნეტარესი ილია II

    უწმიდესი და უნეტარესი ილია II

    უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა

  • ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია

    ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია

    ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, 2011 წლის 24 მაისს ქ. გორში და 2 ივნისს ქ. ბათუმში ჩატარდა მარათონული გარბენი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გორის, ბათუმისა და ოზურგეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და სტუდენტებმა.

  • VI საერთაშორისო ფესტივალი

    VI საერთაშორისო ფესტივალი

    ფესტივალის პროგრამა 27.04.11 - 02.06.11

  • ახალგაზრდების შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან

    ახალგაზრდების შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან

    პროექტი “ახალგაზრდების შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან” მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების - მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების საუკეთესო წარმომადგენლების, სასულიერო პირების რეგულარულ შეხვედრებს ახალგარზდობასთან.

  • ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

    ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

    კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ფონდმა დაიწყო პროექტი "ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული"

Donations
Transfer supported methods

მმართველი საბჭო



Mitropoliti Teodore

მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი
giorgi andriadze

გიორგი ანდრიაძე

კავშირ ,,ნაციონალური ლობისა
,,პატრიარქის ფონდი მოწოდებულია ხელი შეუწყოს მართლმადიდებლური და ქართული მსოფლმხედველობის განმტკიცებას საზოგადოებაში, რითაც მტკიცე საფუძველი შეექმნება ქართულ სახელმწიფოებრიობას. ყოველი საქმიანობა საჭიროებს გარკვეულ დაფინანსებას, ფინანსების წარმომავლობა კი განსაზღვრავს ამა თუ იმ საქმიანობის მიმართულებას, ანუ ქართული პროექტების დაფინანსების ყველაზე ოპტიმალური საშუალება არის კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი”

თამაზ გამყრელიძე

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი

ნონა გაფრინდაშვილი

ხუთგზის მსოფლიო და თერთმეტგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჭადრაკში
,,ფონდში მრავალი პროექტი შემოდის; ყოველი წარმოდგენილი პროექტის საფუძვლიანი განხილვისას მხედველობაში მიიღება ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ პროექტის განხორციელება სულიერების, კულტურისა და მეცნიერების განვითარებისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ მმართველი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მისი დაფინანსების შესახებ.”
g.dochanashvili

გურამ დოჩანაშვილი

მწერალი

ანზორ ერქომაიშვილი

საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ანსამბლ ,,რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანელი
,,ძნელია ყველა იმ სიკეთის ჩამოთვლა, რომელსაც ეს ფონდი აკეთებს. ვფიქრობ, რომ მისი მადლი საუკუნეებს გაჰყვება. მარტო მუსიკის დარგში რამდენი სასიკეთო საქმე გაკეთდა: პატრიარქის ფონდთან შეიქმნა ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის უმაღლესი მუსიკალური სასწავლებელი, რომელიც აღზრდის მომავალ ლოტბარებსა და რეგენტებს, რომელთა დიდ დეფიციტს განვიცდით; ოზურგეთში, ხობსა და სტეფანწმინდაში ახალგაზრდობისათვის გაიხსნა სამგალობლო და ხალხური სიმღერების შემსწავლელი სკოლები. . .”
r.lortqipanidze

რუსუდან ლორთქიფანიძე

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
ფონდის მუშაობის მთავარი პრინციპია: ქართული სულიერების, ისტორიის და სამეცნიერო-კულტურული კვლევების მხარდაჭერა და, რაც მთავარია, თანამედროვე თემატიკის სტიმულირება. შეფასების კრიტერიუმია: როგორც განსახილველი პროექტების სიახლე, ასევე დღევანდელი საქართველოსათვის აქტუალური ახალი ხედვა.

დავით მუსხელიშვილი

აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
,,დღეს, როდესაც მთელი ჩვენი საზოგადოება ღრმა ზნეობრივი და სულიერი კრიზისაითაა მოცული, მისი უწმიდესობის ინიციატივით საპატრიარქოსთან შექმნილი სულიერების, კულტურისა და მეცნიერების აღოეძინების ფონდი, ფაქტობრივად, ერთადერთი სტრუქტურაა ქვეყანაში, რომელიც რეალურ პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს ამ კრიზისის დასაძლევად”

შოთა ნადირაშვილი

აკადემიკოსი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
,,ჩვენი საზოგადოება გაერთიანებული უნდა იყოს იმ იდეის გარშემო, რასაც ეკლესია ჩვენი მომავალი თაობის აღსაზრდელად და მისი სულიერი და ზნეობრივი გადარჩენისათვის გვთავაზობს. ფსიქოლოგობი თქვენს სამსახურში გვიგულეთ.”

რუსუდან ფეტვიაშვილი

მხატვარი
,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს_პატრიარქის ფონდი, დიდი იმედია იმ მოაზროვნე , შემოქმედი ადამიანებისათვის, რომელთაც მხარდაჭერა სჭირდებათ თავიანთი იდეების სისრულეში მოყვანისათვის”

რუსუდან ყენია

ხელოვნებათმცოდნე
photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced