Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სამების საკათედრო ტაძარში 57-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა

22/01/2019

ა.წ. 20 იანვარს წმ. სამების საკათედრო ტაძარში 57-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა. ამჯერად მისი უწმინდესობის ნათლული 600-ზე მეტი ბავშვი გახდა.

დღეისთვის სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს 37800-ზე მეტი ნათლული ჰყავს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს არის ბედნიერი დღე. მოინათლა 600 ბავშვზე მეტი და ქრისტეს მხედრიონს მიემატა. მე გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს.

ღმერთმა დალოცოს ჩემი ნათლულები, მათი მშობლები და და-ძმები.

თქვენ იცით, რომ საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, ეს ბავშვები და მთელი საქართველო არის ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ. ახლა ერთად ვთქვათ ,,მოწყალებისა კარი განგვიღე“.

,,მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ!“

ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ გამყოფოთ მამაზეციერმა თქვენ და სრულიად საქართველო.

ჩვენთან არს ღმერთი!

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced