Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

24/12/2018

ა.წ. 20 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბ-ნი ლევან დავითაშვილი მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებს, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. ბატონმა მინისტრმა ისაუბრა იმ პროგრამების შესახებ, რასაც სახელმწიფო ახორციელებს სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად.

მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ მიწა უდიდესი საუნჯეა და მას სჭირდება მოფრთხილება და სწორი გამოყენება.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებები, მათშორის მარცვლეული კულტურების წარმოება, მევენახეობა, მეხილეობა, მეფუტკრეობა, მესაქონლეობა, მეფრინველეობა. აღინიშნა რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები დადებითად აისახება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და სოფლებში მცხოვრებ ოჯახებზე.

მისმა უწმინდესობამ ისაუბრა ქართული პროდუქციის წარმოების გაზრდის მნიშვნელობაზე და გამოთქვა იმედი, რომ სამინისტრო კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას.

სხვა სიახლეები

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced