Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კომპანია Native Georgian ltd-ის დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელს შეხვდა

24/12/2018

ა.წ. 20 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად კომპანია Native Georgian ltd-ის დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელს შეხვდა. აღნიშნული კომპანიის საქმიანობის მიზანი ქართული ღორის ჯიშების გადარჩენა, მოშენება და გამრავლებაა. პროექტში კომპანიასთან ერთად საპარტნიორო ფონდი და სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი მონაწილეობენ.

,,ქართული ღორი და საქართველოს ბუნება და გარემო პირობები უნიკალურია. ამასთანავე, ქართული ღორი გამოირჩევა ძალიან მაღალი ხარისხის ხორცით და საუკეთესო გემოვანი თვისებებით“_ განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ბ-ნმა ლუის სანზ კასადომ.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ბ-ნმა ვასილ ბაბლუანმა აღნიშნა, ,,ეს პროექტი იქმნება ქართველი ფერმერების ჩართულობით, მათ სახელმწიფოს მხარდაჭერით აუშენდებათ ფერმები, რათა რაც შეიძლება მეტი ღორის მოშენება შეძლონ. შემდეგ კი მათგან გარანტირებულად მოხდება ღორების შეძენა”. მისივე თქმით, მათ რაჭაში უკვე ააშენეს სანაშენე ფერმა და 500 ქართული ღორი ჰყავთ; სამომავლოდ საქართველოს 9 რეგიონში იგეგმება ფერმების აშენება.

მისმა უწმინდესობამ დალოცა სტუმრები, წარმატებული მოღვაწეობა უსურვა და გამოთქვა იმედი, რომ ბევრი ქართველი ჩაერთვება პროექტში.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced