Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აშშ-ის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

30/11/2018

ა.წ. 30 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აშშ-ის ახლადდანიშნული ელჩი, ბ-ნი როს უილსონი მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ურთიერთობას და ასევე განხილულ იქნა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ისაუბრა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის შესახებ, ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.

ბ-ნმა როს უილსონმა აღნიშნა, რომ დიდია მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საქართველოსა და ქართველი ხალხის ცხოვრებაში. ელჩმა მტკიცე პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ აშშ აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერას.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ განაცხადა, რომ მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესების ფონზე მნიშვნელოვანია ქრისტიანული ღირებულებების და ოჯახის სიმტკიცის დაცვა და კმაყოფილებით აღნიშნა ამ კუთხით პრეზიდენტ ტრაპმის დამოკიდებულების თაობაზე.

ბატონმა ელჩმა ბრძანა, რომ იცნობს საქართველოს და უყვარს ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა 25 წლის ასაკში პირველად ჩამოვიდა საქართველოში. მან დასძინა, რომ აშშ ძალზედ დაინტერესებულია იმით, რომ რაიმე ზიანი არ მიადგეს საქართველოს მოსახლეობის სულიერი ღირებულებების დაცვას და რომ ოჯახის სიმტკიცისთვის ზრუნვა მათთვისაც მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე ასევე შეფასდა საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები.

,,არჩევნების პერიოდი ცოტა რთულია ჩვენთან, რადგან ემოციური ხალხი ვართ. დღემდე დამარცხებულმა მხარემ არ სცნო გამარჯვება სალომე ზურაბიშვილისა,“ _ ბრძანა მისმა უწმინდესობამ.

,,ჩემი პირადი შეხედულება გახლავთ, _ განაცხადა ბატონმა ელჩმა, _ რომ საქართველომ უნდა გადალახოს ეს. დემოკრატია თავის თავში გულისხმობს როგორც გამარჯვებას, ასევე დამარცხებასაც და მე ვფიქრობ, რომ ბრძენმა ლიდერებმა, რომლებიც ზრუნავენ თავის ქვეყნაზე და ასევე ზრუნავენ თავისი პარტიის გრძელვადიან წარმატებაზე, უნდა აღიარონ ეს. მე ასევე ვურჩიე საქართველოს მთავრობასაც, რომ მათ უნდა გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რაც გასცა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მოახდინონ იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რაც არსებობდა. რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია ყველამ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს და აღიარონ გამარჯვებულის გამარჯვება.“

შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ ბ-ნ როს უილსონს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced