Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გერმანიის ელჩი მიიღო

28/09/2018

ა.წ. 25 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გერმანიის ახლად დანიშნული ელჩი, ბატონი ჰუბერტ კნირში და მისი მეუღლე მიიღო.

მისმა უწმინდესობამ ვიზიტისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა და განაცხადა: ,,გერმანია მისაბაძი და სამაგალითო ქვეყნაა. ჩვენი ქვეყნების ახლო ურთიერთობა და თანამშრომლობა მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისათვის.“

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გერმანიის კანცლერის ვიზიტს საქართველოში.

,,საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობას დიდი ხნის ისტორია აქვს – ახლა მნიშვნელოვანია, ამ თანამშრომლობის სამომავლო პოტენციალი გამოვიყენოთ. მოხარული ვარ, რომ ამაში ჩემს წვლილს შევიტან.  ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა და საუბარი, “_  აღნიშნა ჰუბერტ კნირშმა.

მისმა უწმინდესობამ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, დალოცა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

სხვა სიახლეები

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced