Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სომხეთის პატრიარქის სამძიმარი ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო

26/07/2018

მის  უწმინდესობას  ილია  II-ს,

უწმინდეს და უნეტარეს,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს

თქვენო უწმინდესობავ!

           მედია  საშუალებებიდან  ღრმა მწუხარებით  შევიტყვეთ ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი ავარიის შესახებ,  რამაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

          წმინდა ეჩმიაძინიდან  თქვენს უწმინდესობას და მოძმე ქართველ ერს გადმოგცემთ ჩვენს მხარდაჭერას და ვუცხადებთ ღრმა მწუხარებას  ტყიბულში ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

          აღვავლენთ ლოცვას, რომ მამაზეციერმა  სული წმიდის მიერ ანუგეშოს ყველა მწუხარე და დაზარალებულებს ჯანმრთელობა მიანიჭოს.

          შევთხოვთ  ყოვლადმოწყალე უფალს, რომ თავის მფარველობისა და კურთხევის მადლით დალოცოს საქართველო და მისი ღვთივკურთხეული ერი.

           მწუხარებითა  და  ქრისტესმიერი  ძმური  სიყვარულით,

გარეგინ II,

ყოველთა სომეხთა  პატრიარქი და კათოლიკოსი

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced