Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (06.05.2018)

08/05/2018

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

გილოცავთ წმინდა გიორგის დღესასწაულს. წმინდა გიორგი არის სიმბოლო საქართველოსი; იმპერატორ დიოკლეტიანეს ეგონა, რომ მოკლა და დაამარცხა გიორგი, სინამდვილეში წმინდა გიორგიმ დაამარცხა დიოკლეტიანე.

როცა მას აწამებედნენ და  სისხლით იცლებოდა, წმინდა გიორგიმ წარმოთქვა სიტყვები: ,,ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რასათვის დამიტევე მე?“ მაგრამ იგი  დატევებული არ იყო, ღმერთი იყო მასთან; ასევე ღმერთი არის ჩვენთან. და მას, გიორგის, მოესმა ხმა: ,,ნუ გეშინია გიორგი, მე შენთანა ვარ!“ მაცხოვარი მასთან იყო და ჩვენც შევთხოვთ უფალს, რომ არასდროს განშორდეს საქართველოს. შევთხოვთ წმინდა გიორგის, რომ შუამავალი იყოს საქართველოსა და ღმერთს შორის.

დალოცვილი და გახარებული იყავით, მშვიდობა და სიხარული მოგცეთ ღმერთმა.

დღეს ვლოცავთ შემდეგ გვარებს: იმედაძეებს, კარტოზიებს, ქურდიანებს, ქორიძეებს, ჯანჯღავებს, პაპიაშვილებსა და ჯიქურაულებს.

დღეს ასევე დასალოცად მობრძანებულები არიან საერთაშორისო გაერთიანება ,,ქართული კულტურა“ და აქ ბრძანდება მისი დამფუძნებული, ქალბატონი სალომე ცომაია-ბარათაშვილი.

ღმერთმა გაგაძლიეროთ, გაგამრავლოთ; ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა და სიკეთე; სულ სიკეთე აკეთეთ და სიკეთე დაგიბრუნდებათ თქვენ.

ღმერთმა დაგლოცოთ სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced