Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი (06.03.2018)

06/03/2018

ბატონ გიორგი (გია) მაისაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

დიდია გულისტკივილი ბატონ გიორგის (გია) გარდაცვალების გამო, იგი ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან, მაგრამ ღრმა კვალი დატოვა თანამედროვე პოლიტიკურ-ეკონომიკური აზროვნების სფეროში და ახალგაზრდების აღზრდის საქმეში.

ბატონი გიორგი მთელი გულით ცდილობდა, ემსახურა სამშობლოსთვის და მიუხედავად დიდი ხნის მანძილზე ქვეყნიდან შორს ყოფნისა, ფიქრით არასოდეს განშორებია მას; ამიტომაც იყო, რომ თავისი მთავარი ნაშრომიც საქართველოს მომავლისთვის ზრუნვას მიუძღვნა.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მის ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და ძალა იმისა, რომ ლოცვით და კეთილი საქმეებით შეეწიონ გიორგის უკვდავ სულს.

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს პატრიარქი

ილია II

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced