Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ბიოგრაფია

29/11/2017

დაიბადა: 1969 წლის  1 თებერვალს, ქ. თბილისში.
ანგელოზის დღე: ყველიერის ხუთშაბათი  (შიოობა)  და ღირსი შიო მღვიმელის გარდაცვალების დღე 22 მაისი.
ბერად აღკვეცა: 02. 01 1994
დიაკვნად კურთხევა: 19. 08. 1995
მღვდლად კურთხევა: 06. 05. 1996
ეპისკოპოსად კურთხევა: 07. 09. 2003
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 20. 09. 2009
მიტროპოლიტობა ებოძა: 02. 08. 2010

მიტროპოლიტი შიო (ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი), დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ  სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში  და იყო წარჩინებული სტუდენტი (ვიოლენჩილისტი).

1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად განამწესეს შიომღვიმის მონასტერში. 1994 წლის 2 იანვარს ბერად აღკვეცეს  და  სახელად შიო ეწოდა. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად  აკურთხეს, 1996 წელს მღვდლად. 1997 წელს მღვდელ-მონოზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა. ამავე წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დადგენილ იქნა ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად.

1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. 2001 წლის ოქტომბრიდან  მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად კი სწავლობს მოსკოვის წმ. ტიხონის სახ. მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში.

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის წინამძღოლად.

2006 წელს მან დაამთავრა მოსკოვის წმ. ტიხონის სახ. მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამოძღვრო-საღვთისმეტყველო ფაკულტეტის ბაკალავრიატი.

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, – წმიდა გიორგის ოქროს ორდენით. 2009 წლის 20 სექტემბერს იგი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 2010 წელს კი მიტროპოლიტის ხარისხში და დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ქორეპისკოპოსად.

2010 წლის 15 აგვისტოს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ქორეპისკოპოსად.

2013 წელს უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხით და ჩააბარა წმ.ტიხონის სახ. მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ასპირანტურაში, სადაც 2015 წლის 27 ნოემბერს დაიცვა  დისერტაცია თემაზე: “ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია), მისი ცხოვრების ისტორიული კონტექსტი და სულიერ-სამოძღვრო მემკვიდრეობა”, რისთვისაც ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი მიენიჭა.

სხვა სიახლეები

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced