Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე10 მთავარი ჯილდოდან 4 ქართველ კინემატოგრაფისტებს ერგოთ

25/04/2017

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვისსაზეიმოცერემონიაგაიმართა, სადაც 10 მთავარიჯილდოდან 4 ქართველკინემატოგრაფისტებსერგოთ.

კინოფესტივალის საუკეთესო მხატვრული ფილმი გიორგი ბარაბაძის "ლუკა" გახდა. ამავე ფილმში ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ლია კაპანაძე დააჯილდოვეს.

ფილმს "სხვისი სახლი" ასევე 2 პრიზი ხვდა წილად - საუკეთესო რეჟისურისთვის და საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის.

რუსუდან გლურჯიძეს ჯილდო ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟან რენომ გადასცა, რომელიც წელს პეკინის კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრი იყო.

 ორივე ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით არის შექმნილი.

 პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალი 2011 წელს დაარსდა და რამდენიმე წელიწადში უკვე იქცა მსოფლიოს გამოჩენილი და წარმატებული კინემატოგრაფისტების თავშეყრის ადგილად.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced