Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


gwpo

ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ციხე-გოჯი - არქეოპოლისის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი იწყება

20/04/2017

ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებიდან კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი ცენტრის, ძვ.წ. IV-III საუკუნეებიდან ერისთავ ქუჯის რეზიდენციისა და ახ.წ. IV-VII საუკუნეებში ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ციხე-გოჯი - არქეოპოლისის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი იწყება.

ნოქალაქევის ისტორიული ციხე-ქალაქის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და მოადგილეები - დავით ლომიტაშვილი და პაატა დოლიძე დაათვალიერებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის მიზანი მიმდინარე ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგია. 

ახ.წ. IV-VII სს. ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ციხე-გოჯი - არქეოპოლისის რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით 2016 წელს დაიწყო. 2017 წელს სამუშაოების მე-2 ეტაპით გათვალისწინებულია ქვედა ნაქალაქარის ყველა სეგმენტის - გვირაბის, რკინის ხიდის, საფორთიფიკაციო ნაგებობების, სასახლეების, უნიკალური წყალსაცავის მოწესრიგება და სრულ კონსერვაცია. 40 მოწამეთა ტაძრისა და ამ ტაძარში არსებული ფრესკების რესტავრაცია-კონსერვაცია. წლევანდელი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, 2018 წელს მოეწყობა ნაქალაქარის ინფრასტრუქტურა: ბილიკები, მისასვლელი გზები, საინფორმაციო ბანერები დაა.შ. დასრულდება ნაქალაქარის ფერდობისა დაციტადელის პროექტირება, ხოლო ფიზიკური სამუშაოების განხორციელდების შემდგომ სრულად დამთავრდება ნოქალაქევის ნაქალაქარის რეაბილიტაცია. 

პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ახალი სამუზეუმო სივრცის შექმნა და ექსპოზიციის მოწყობა. მუზეუმში განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორია, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს მოემსახურება. 

ნოქალაქევში მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სქურის ტაძრის გვერდითა მინაშენების საკონსერვაციო სამუშაოებს დაათავლიერებენ. წელს დაგეგმილია გალავნისა დაცენტრალური ტაძრის ეზოს გაწმენდითი სამუშაოები, ასევე, ეპისკოპოსის ახლად გამოვლენილი სასახლისა დასხვა ინფრასტრუქტურული ერთეულების მომზადება სრული კონსერვაციისათვის. 

სხვა სიახლეები

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced