Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


dshboiqejgw

გარემოს დაცვის სამინისტრო დასუფთავების მასშტაბურ აქციას - „სუფთად ევროპისკენ“ იწყებს

22/04/2017

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების კვირეულს იწყებს. 

კვირეული საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. „სუფთად ევროპისკენ“ - კამპანიაში მონაწილეობას სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა სამინისტროები, ადგილობრივი თვითმმართველობები, მუნიციპალიტეტები, ბიზნესისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ.

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქციაში მონაწილეობას სამინისტროს ცენტრალური აპარატისა დასტრუქტურული ერთეულების 200 - მდეთანამშრომელთან ერთად, მოხალისეები, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები მიიღებენ. აქციას თბილისში, წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები შეუერთდებიან.

მთელი კვირის განმავლობაში დასუფთავების აქცია საქართველოს 10 რეგიონის 74 მუნიციპალიტეტში გაიმართება. 464 ლოკაციის დასუფთავებაში ჯამში 22 ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

სხვა სიახლეები

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced