Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


egw

თბილისის საგუნდო მუსიკის VII საერთაშორისო ფესტივალი 20 აპრილს გაიხსნება

19/04/2017

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში, 20 აპრილს თბილისის საგუნდო მუსიკის VII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. 

წლევანდელ ფესტივალში ქართული და უცხოეთიდან მოწვეული 19 საგუნდო კოლექტივი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალი 27 აპრილამდე გაგრძელდება. მისი მიზანია, ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადაციების შენარჩუნება, განვითარება დაპოპულარიზაცია. შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება უცხოეთის საგუნდო კოლექტივებთან დამათი შემოქმედების გაცნობა ქართველი მსმენელისთვის. ფესტივალი უკვე მეშვიდე წელია დიდი წარმატებით ტარდება, მანღირსეული ადგილი დაიმკვიდრა როგორც ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში, ასევე საგუნდო მუსიკის მოყვარულთა შორის.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში არსებული აკადემიური და ბავშვთა გუნდები. ასევე, პროფესიული გუნდები უცხოეთიდან: ახალგაზრდული კამერული გუნდი „რაფსოდია“ მოლდავეთიდან და ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემიის რუსული გუნდი.

„თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“ 2011 წელს თბილისის მერიის ხელშეწყობით დახელოვნებათმცოდნე – ქალბატონ მაია ჩაჩავას ინიციატივით დაარსდა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ქორმაისტერი – არჩილ უშვერიძე.თბილისის მერიის დაფინანსებითა და კულტურისა დაძეგლთა დაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით ფესტივალი ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება. მისი პარტნიორი და თანაორგანიზატორია საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, ნოკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

„თბილისის საგუნდო მუსიკის VII საერთაშორისო ფესტივალის“ საზეიმო დახურვა გაიმართება 27აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდდარბაზში. ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შესრულდება ცნობილი ქართველი კომპოზიტორის – ოთარ თაქთაქიშვილის ორატორია „ნიკოლოზ ბარათაშვილი“ სოლისტების, შერეული გუნდის, ვაჟთა ოქტეტისა და ორკესტრისათვის.

სხვა სიახლეები

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced