Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


ქჰრრჰგწრქჰგ

კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს - ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

15/04/2017

საქართველოს მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიხაშკარში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს - ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჭაქვინჯის ციხე ქართული თავდაცვითი და საერო არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული და უმნიშვნელოვანესი ნიმუშია, რომელიც თავის თავში აერთიანებს სხვადასხვა ეპოქების სამშენებლო ტრადიციებს და ცალკეულ შემთხვევებში გამორჩეულია თავისი სამშენებლო გადაწყვეტებით.

"სწორედ, ძეგლის გამორჩეული ისტორიულ-კულტურული ღირებულების გათვალისწინებით, 2017 წლის 17 მარტს ჭაქვინჯის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ამავე წლის 13 აპრილს კი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ძეგლს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. 

ჭაქვინჯის ციხე V-XVII საუკუნეებით დათარიღებული არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლია. ციხე ორი ნაწილისაგან - ქვედა ციხისა და ციტადელისგან შედგებოდა. დღევანდელი მდგომარეობით, ქვედა ციხიდან თითქმის აღარაფერია შემორჩენილი, გარდა ძლიერ დაზიანებული კოშკისა, რომელიც ციტადელს გვირაბით უკავშირდებოდა. გვირაბი მხოლოდ სამხრეთის და დასავლეთის კელდების ნაშთის სახითაა შემორჩენილი და ის ციხის ორი ნაწილის ერთმანეთთან დაკავშირების მთავარ საშუალებას წარმოადგენდა. ციტადელი გეგმით წაგრძელებული ოვალია. სიგრძეში 100 მეტრია, სიგანეში კი ყველაზე განიერ ადგილას (30 მ.) კარგადაა მორგებული რელიეფს. განირჩევა მშენებლობის რამდენიმე ფენა. ყველაზე ადრეული ფენა V-VI სს-ისაა, შემდგომი ფენა კი განვითარებულ შუა საუკუნეებს უკავშირდება. XVI-XVII ს-ში დადიანების დროს ციხეს გადაკეთება განუცდია. ამავე პერიოდში, ციხე მათ ერთ-ერთ რეზიდენციას წარმოადგენდა", - ნათქვამია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced