სიახლეები
საკვირაო ქადაგება
01/12/2013
1-ელ დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკატედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. პატრიარქმა მღვდელმონაზონი იოანე შომახია ეპისკოპოსად აკურთხა. ის აგარა-წალკის ეპარქიას უხელმძღვანელებს.
უწმიდესმა მრევლს მიმართა, იფიქრონ იმაზე, რა უნდა გააკეთონ ქვეყნისა და ხალხისთვის.
“დღეს, როცა ქვეყანაში ყველაფერი შეიცვალა, ქვეყანა მიდის სიმშვიდისკენ, ჩვენ ვიფიქროთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის, ხალხისა და ყველაფრისათვის. ადამიანმა უნდა აირჩიოს თავისი გზა და ეს გზა აუცილებლად უნდა მივიდეს ღმერთთან”, – ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.
ქადაგების დასასრულს ილია მეორემ ტრადიციულად რამდენიმე გვარი დალოცა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















