Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


6000 DGareji Martyrs

მეუფე იაკობმა უდაბნოს მონასტრის ნიშთან შეკრებილ მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა

21/05/2012

უდაბნოს მონასტრის ნიშთან ექვსი ათასი გარეჯელი მოწამის სახელზე პარაკლისი შესრულდა. პარაკლისს სასულიერო პირები და რამდენიმე ათასი მომლოცველი ესწრებოდა. უდაბნოს ნიში დადგმულია 1616 წელს დაღუპული ექვსი ათასი გარეჯელი ბერის სახელზე.

პარაკლისის დასრულების შემდეგ, მეუფე დავითმა, მეუფე ანდრიამ და მეუფე იაკობმა იქ შეკრებილებს მიმართეს და დღევანდელი დღე მიულოცეს.

"ჩვენ ჩვენი გვიყვარს და სხვისას არ ვეცილებით. ყოველთვის დავიცავთ ჩვენს სიწმინდეებს", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, წუხელ ღამით ტელეფონით ესაუბრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.

მეუფე იაკობმა მრევლს გადასცა უწმინდესის ლოცვა-კურთხევა და აღნიშნა, რომ პატრიარქი თვის ბოლომდე საქართველოში არ იქნება.

მან ასევე მიმართა მრევლს, რომ არაფრის შეეშინდეთ და საქართველოში ყველაფერი ისე გადაწყდება, როგორც მოქალაქეებისთვის უკეთესი იქნება.

 პარაკლისამდე დავით გარეჯის ლავრიდან მსვლელობა მოეწყო, რომელშიც მონაწილეობდა 2000-ზე მეტი მომლოცველი, 100-ზე მეტი სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი. მსვლელობის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები - "დავით გარეჯი ჩვენი იერუსალიმია", "დავით გარეჯი საქართველოა".

სასულიერო პირებმა და მომლოცველებმა გამოიარეს უდაბნოს მონასტრის ქედი, ასევე მოილოცეს უდაბნოს მონასტრის ქედზე მყოფი აღდგომის ტაძარი. იქვე მდებარე ნიშთან ექვსი ათასი გარეჯელი ბერის სახელზე პარაკლისი შესრულდა.

აღნიშნული ნიში ყველაზე მაღალი წერტილია უდაბნოს მონასტრის ქედზე. ამ ნიშიდან დაახლოებით 20-30 მეტრში დგანან როგორც აზერბაიჯანელი, ასევე ქართველი მესაზღვრეები.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიაზე ქართველი მომლოცველებისა და ტურისტებისთვის 6 მაისიდან დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced