პროექტები

მედიაცია - კონფლიქტების (მათ შორის რელიგიურის) მოგვარება მოლაპარაკების გზით
07/10/2015
2015 წლის 3 ნოემბრიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდიამ, “მედიაცია - კონფლიქტების (მათ შორის რელიგიურის) მოგვარება მოლაპარაკების გზით” პროგრამის ფარგლებში ახალი სალექციო კურსი დაიწყო.
“ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია” კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision”-ის მხარდაჭერით 2011 წელს დაარსა.
2015 წლის პროგრამა მოიცავს შემდეგ სალექციო კურსს:
• მედიაცია - კონფლიქტის მოგვარება მოლაპარაკების გზით;
• მოლაპარაკებების ტაქტიკა, ხერხები და გზები;
• ფსიქოლოგია; კონფლიქტის ფსიქოლოგია;
• აზროვნების ფილოსოფია;
• ტრადიციული რელიგიები საქართველოში (კულტურა, ტრადიცია და რელიგიური წეს-ჩვეულებები);
• ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია
• სახელმწიფო და რელიგია;
• პროგრამით გათვალისწინებულია კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები: მუზეუმების, საგამოფენო დარბაზების დათვალიერება, კონცერტებსა და სპექტაკლებზე დასწრება.
ლექციებს უძღვებიან ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები. ლექციები ტარდება ყოველ სამშაბათს, 16 საათზე, კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ოფისში.
ლექციების კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 8 თვეს. სტუდიაში მსმენელებად დარეგისტრირებულნი არიან 18-დან 26 წლამდე ასაკის ახალგაზრდები.
სტუდიაში სწავლა უფასოა. დამთავრების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
სხვა პროექტები
-
05/10/2015
ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამა
-
23/04/2015
მე-10-ე საერთაშორისო ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე”
-
06/02/2014
2014 წლის სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები
-
06/02/2014
2014 წლის სამეცნიერო საგრანტო კონკურსი
-
19/09/2013
კონსტიტუციური შეთანხმება
-
26/06/2013
ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია
-
03/08/2011
უწმიდესი და უნეტარესი ილია II