სიახლეები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
20/11/2019
ა.წ. 19 ნოემბერს სრულიად საქართელოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში საფრანგეთის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბ-ნი დიეგო კოლასი და მისი მოადგილე მიიღო.
კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და დასძინა: ჩვენს ქვეყნებს განსაკუთრებული სიახლოვე რომ აქვთ იქიდანაც ჩანს, რომ საფრანგეთი იყო ქვეყანა, რომელსაც 100 წლის წინ ათეისტური რეჟიმის მიერ დევნილმა მრავალმა ქართველმა შეაფარა თავი.
ბ-ნმა დიეგო კალასმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ყოველთვის იქნება საქართველოს პარტნიორი და მხარდამჭერი. ელჩის თქმით, ის მოხიბლულია ქართული კულტურით, ტრადიციებით, სტუმარ-მასპინძლობით, სხვადასხვა კულტურის და რელიგიის შემწყნარებლობით და ამავდროულად საკუთარი ტრადიციების დაფასებითა და ერთგულებით.
შეხვედრას მოგვიანებით შეურთდა ამიერკავკასიის მუსლიმთა სულიერი ლიდერის წარმომადგენელი საქართველოში ალი ალიევი.
მისმა უწმინდესობამ საფრანგეთის ელჩს წარუდგინა ალი ალიევი და ხაზი გაუსვა იმ მეგობრულ ურთიერთობებს, რაც რელიგიური სხვაობის მიუხედავად ჩვენს ხალხებს შორის არსებობს.
დასასრულს მხარეთა მიერ დაახლოების და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოითქვა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)
-
18/11/2019
მცხეთა-თბილისის საეპარქიო კომისიის განცხადება (15.11.2019 წ.)