პროექტები

მე-10-ე საერთაშორისო ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე”
23/04/2015
ფესტივალი დაარსდა 2006 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. დამფუძნებლები არიან სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი და “აკაკი რამიშვილის ფონდი – ტრადიცია და ინოვაცია”.
ფესტივალი, რომელსაც იმთავითვე პარტნიორობას უწევენ ქ. თბილისის მერია და სს “თელასი”, ყოველწლიურია. მისი მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება ტრადიციული და კლასიკური ხელოვნებით, უცხოეთში მოღვაწე ქართველ ხელო¬ვანთა შემოქმედების პოპულარიზაცია სამშობლოში და ცნობილი უცხოელი შემსრულებლების შემოქმედების წარმოჩენა საქართველოში.
ფესტივალი იწყება თბილისში, აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში და გრძელდება ამაღლების დღესასწაულამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
2006-2010 წლებში ფესტივალს სამხატვრო ხელმძღვანელობა გაუწიეს გამოჩენილმა მუსიკოსებმა: მარინე იაშვილმა, ლიანა ისაკაძემ, ბიძინა კვერნაძემ, ანზორ ერქომაიშვილმა; ასევე ახალგაზრდა პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა, კომპოზიტორმა და დირიჟორმა ნიკა მემანიშვილმა.
2011 წლიდან ფესტივალის მუდმივი სამხატვრო ხემძღვანელია მსაფლიოში აღიარებული პიანისტი ალქსანდრე კორსანტია, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამდიდრა ფესტივალის პროგრამა.
2013 წელს ფესტივალის ინიციატივით მომზადდა და გამოიცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს სამუსიკო ნაწარმოებების კრებული, რომელიც მისი უწმინდესობის დაბადების 80 და მღვდელმთავრად კურთხევის 50 წლისთავს მიეძღვნა.
2015 წელს ფესტივალს იუბილე აქვს. მას 10 წელი შეუსრულდა.
ფესტივალზე სრული ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდს - http://easterfestival.ge/
სხვა პროექტები
-
07/10/2015
მედიაცია - კონფლიქტების (მათ შორის რელიგიურის) მოგვარება მოლაპარაკების გზით
-
05/10/2015
ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამა
-
06/02/2014
2014 წლის სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები
-
06/02/2014
2014 წლის სამეცნიერო საგრანტო კონკურსი
-
19/09/2013
კონსტიტუციური შეთანხმება
-
26/06/2013
ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია
-
03/08/2011
უწმიდესი და უნეტარესი ილია II