Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა

19/05/2012

“საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საქართველოს საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა”, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პარიზის "სოლ პლეიელის" საკონცერტო დარბაზში გამართული საქველმოქმედო კონცერტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ქართული სიმღერა, ქართული საგალობელი არის უნიკალური მსოფლიოში. ჩვენი სურვილი იყო და არის, რომ ეს უნიკალური სიმღერის ჰანგები გავაცნოთ ევროპას და მთელ მსოფლიოს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყოველ წელიწადს გამორჩეულ გუნდს თუ ადამიანს, მიენიჭოს საქართველოს საპატრიარქოს პრემია 10 ათასი ევროს ოდენობით. მივიღეთ გადაწყვეტილება, 14 მაისს დაწესდეს ქართული სიმღერისა და გალობის დღესასწაული", - ბრძანა უწმინდესმა.

პარიზში საქველმოქმედო კონცერტი ფონდ "იავნანას" ორგანიზებით გაიმართა. კონცერტზე ქართველი კომპოზიტორების ცნობილი ნაწარმოებები თამარ გვერდწითელმა, პაატა ბურჭულაძემ, სოფო ნიჟარაძემ, ანიტა რაჭველიშვილმა, ბადრი მაისურაძემ და თეონა დვალმა შეასრულეს.

კონცერტზე პატრიარქის საგალობლის "SUNCTUS” (“წმინდა არს”) პრემიერაც შედგა, რომელიც მარიამ როინიშვილმა, ანიტა რაჭველიშვილმა, პაატა ბურჭულაძემ და ბადრი მაისურაძემ შეასრულეს.

"იავნანას" საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხით ხარიტონაშვილების რვასულიან ოჯახს ბინა გადაეცა.

კონცერტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც ესწრებოდა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced