სიახლეები
პატრიარქი საფრანგეთში ვიზიტისას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ქართული ტაძრების საკითხს დასვამს
16/05/2012
საფრანგეთში ვიზიტისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II იუნესკოში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მდებარე ქართული ტაძრების საკითხს დასვამს. ამის შესახებ დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უწმინდესის საფრანგეთში გამგზავრებამდე პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.
მისი თქმით, პარიზში ფონდ "იავნანას" მიერ საქველმოქმედო კონცერტი 18 მაისს გაიმართება, რომლის დროსაც უწმინდესის საგალობლები შესრულდება.
პატრიარქი საფრანგეთში ვიზიტისას შეხვდება საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებს, ინახულებს ლევილში ქართველთა სასაფლაოს. ამასთან, დაგეგმილია შეხვედრა "იუნესოკეში", სადაც უწმინდესი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში მდებარე უძველესი ქართული ტაძრების საკითხს დასვამს.
უწმინდესის მდივანმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მუდმივად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იქ არსებული ტაძრები ნადგურდება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარიზში უკვე გაემგზავრა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















