Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

პატრიარქი საფრანგეთში ქართული კულტურის დღეებზე მიემგზავრება

15/05/2012

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაცია, პატრიარქის ხელმძღვანელობით, დღეს საფრანგეთში მიემგზავრება. როგორც სამების საპატრიარქო ტაძარში, ქადაგებისას გარდაბნისა და მარტყოფის მიტროპოლიტმა იაკობმა განაცხადა, ქართული დელეგაცია ქართული კულტურის დღეებს დაესწრება.

მეუფე იაკობის თქმით, ღონისძიება ხელს უწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე ინფორმაციით, ქართული კულტურის დღეებს საქართველოს გარდა სხვა მართლმადიდებლური ქვეყნების სასულიერო დელეგაციებიც დაესწრებიან.

ასევე, 18 მაისს, პარიზის დარბაზ ”სალ ფლეიელში” საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისას და უნეტარესის, ილია მეორის განუმეორებელი საგალობელი "SANCTUS” (“წმინდა არს") შესრულდება.

პატრიარქი პარიზში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეს, 15:00 საათზე გაემგზავრება.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced