სიახლეები
შეხვედრა
12/05/2012
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საერთაშორისო ორგანიზაცია ‘’მე უნივერსიტეტელის’’ და იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების წევრებს შეხვდა. სტუმრები საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარს იმ პროექტის შესახებ ესაუბრნენ, რომლის განხოერციელების შედეგადაც შესაძლოა იაკობ გოგებაშვილის ‘’დედა ენა’’ იუნესკოს კულტურული მემკვიდერობის დაცვის ნუსხაში მოხვედს. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს მათ კულტურული მემკვიდრეობის აღიარების მოთხოვნით ხელმოწერები უკვე შეაგროვეს. ახლა კი კანონით გათვალისწინებულ სხვა პროცედურებს იწყებენ, რათა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას მიმართონ. კათოლიკოს-პატრიარქმა მისული სტუმრები დალოცა და მათ ქათული ენის სიწმინდესა და პედაგოგიკის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















