Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

პატრიარქმა დღეს ოჯახში დედის როლსა და მნიშვნელობაზე იქადაგა

29/04/2012

"დედობა ღვთისა და ერის წინაშე დიდი პასუხისმგებლობაა", - ოჯახში დედის როლსა და მნიშვნელობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.

"დღეს არის ხსენება მენელსაცხებლე დედათა. იმ დედათა, რომლებიც მუდამ იყვნენ მაცხოვართან, იმ დროსაც კი, როცა ხდებოდა ჯვარცმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მათ არაფრის ეშინოდათ. ისინი იყვნენ სულით და ხორცით უფალთან. დღეს მინდა ვისაუბრო იმის შესახებ, თუ რა არის ქალისა და დედის როლი ოჯახში. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ცოლი და ქმარი სცილდებიან ერთმანეთს, როცა დედას არ აქვს ის თვისებები, რომელიც უნდა ჰქონდეს ნამდვილ დედას. დედობა ესაა დიდი პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე", - აღნიშნა უწმინდესმა.

მისივე განმარტებით, თუკი აქამდე შვილებს ქველმოქმედებას და ღარიბების დახმარებას ასწავლიდნენ, ახლა პრიორიტეტები შეცვლილია და შვილების აღზრდისას მშობლები აქცენტს იმაზე აკეთებენ, თუ როგორ მოიხვეჭოს მან სახელი და ძალაუფლება. "იყვნენ ისეთი ოჯახები, სადაც შვილებს ქველმოქმედებას ასწავლიდნენ, აგზავნიდნენ ქუჩებში, რომ გაჭირვებულ ადამიანებს დახმარებოდნენ. ნამდვილი ქრისტიანობა სწორედ ამაშია. დღეს კი, ჩვენ შვილებს ვასწავლით, როგორ მოიხვეჭონ სახელი, ვასწავლით ძირითადად იმას, როგორ იყოს ბედნიერი, მატერიალურად სიუხვეში, ვასწავლით ყველაფერს – უცხო ენებს, მაგრამ მთავარს არ ვასწავლით", - ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების ბოლოს ილია მეორემ 4 სასულიერო პირი დააჯილდოვა და ისინი სხვადასხვა ხარისხში აიყვანა, ასევე, რამდენიმე ქართული გვარი დალოცა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced