Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Mtskheta

მცხეთაში დღეს ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ

29/04/2012

მცხეთაში დღეს ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ლიტურგიის დასრულების შემდეგ, სასულიერო დასი მრევლთან ერთად ტაძრიდან სამი მიმართულებით: მცხეთის ჯვრის, თხოთისა და უჯარმის ტაძრებში სამ ჯვარს გადააბრძანებს.

ჯვართაღმართების უძველესი დღესასწაული 2007 წელს აღდგა. დღესასწაულს საფუძვლად ქართულ საისტორიო წყაროებში დაცული გადმოცემა დაედო. იგი მოციქულთასწორის წმ. ნინოს მიერ მე-4 საუკუნეში ქართლის მოქცევას უკავშირდება და წმ. მეფის მირიანის დროიდან დაწესდა.

უწმინდესის კურთხევით, ჯვართაღმართების დღეს მცხეთის ჯვარზე, თხოთსა და უჯარმის ტაძრებში აღმართული ჯვრები ერთი წლის შემდეგ საქართველოს საზღვრისპირა რაიონებში იგზავნება და იქ იდგმება, რათა პატიოსანი ჯვრების მადლი საქართველოში განიფინოს.

მცხეთაში ჯვართაღმართების დღესასწაული აღდგომიდან მე-3 კვირას აღნიშნება.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced