სიახლეები
VII საერთაშორისო ფესტივალი 'აღდგომიდან ამაღლებამდე'
23/04/2012
22 აპრილს, VII საერთაშორისო ფესტივალის “აღდგომიდან ამაღლებამდე” ფარგლებში, თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა ფესტივალის დასკვნითი საღამო რომელშიც მონაწილეობდნენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი, გიორგი ვაჩნაძე (ფორტეპიანო), ნანა ქავთარაშვილი - მირიანი (სოპრანო) და ვახტანგ მაჭავარიანი. საღამოს დასასრულს შესრულებული იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ნაწარმოები – “AGNUS DEI”. პატრიარქის ნაწარმოები შეასრულეს ნანა ქავთარაშვილმა - მირიანი (სოპრანო) და სულხან გველესიანმა (ბანი), ხოლო დირიჟორობდა ნაწარმოების არანჟირებისა და ორკესტრობის ავტორი – ზვიად ბოლქვაძე.
ფესტივალის დასკვნით საღამოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II დაესწრო.
თბილისის შემდეგ, საფესტივალო საღამოები გაგრძელდება სტეფანწმინდაში (24 აპრილი), მარტვილში (8 მაისი), ქუთაისში (22 მაისი), ხოლო დასკვნითი საღამო ტრადიციულად, ამაღლების დღესასწაულზე გაიმართება ბათუმში, სადაც 24 მაისს მუსიკალური ცენტრის ახალ საკონცერტო დარბაზში შედგება ცნობილი კომპოზიტორის, იოსებ ბარდანაშვილის შემოქმედებითი საღამო.
ხვალ, 24 აპრილს, სტეფანწმინდაში გაიმართება გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ნანა ქვთარაშვილი - მირიანი (სოპრანო), მამუკა მანჯგალაძე (ტენორი), ვიქტორია ჩაპლინსკაია (ფორტეპიანო) და თსუ “გორდელა” თამაზ მამალაძის ხელმძღვანელობით.
ფესტივალის შემდეგი საღამო 8 მაისს, მარტვილში, დადიანების სალხინოს საზაფხულო რეზიდენციაში გაიმართება.
VII საერთაშორისო ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა დაუნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 35-ე წლისთავს ეძღვნება.
ფესტივალის ოფიციალური საიტი – www.easterfestival.ge
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















