სიახლეები
ილია მეორე - უფალი საქართველოს კიდევ ბევრ სასწაულს მოუვლენს
22/04/2012
ილია მეორე - უფალი საქართველოს კიდევ ბევრ სასწაულს მოუვლენს
“უფალი საქართველოს კიდევ ბევრ სასწაულს მოუვლენს”, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას, თხოთის ჯვრის სასწაულებრივ ძალაზე საუბრისას. "როცა ერს ან ადამიანს გაუჭირდება, უფალი მოუვლენს მას სასწაულს. თქვენ შუა ტაძარში ხედავთ ჯვარს, რომელიც გაკეთებულია მირიან მეფის, ნანა დედოფლისა და წმინდა ნინოს მიერ. ესაა უდიდესი სიწმინდე საქართველოსთვის. ეს ჯვარი აღმართული იყო თხოთის მთაზე, რომელიც ის ადგილია, სადაც წმინდა ილია წინასწარმეტყველის დღეს მირიანს თვალთ დაუბნებლდა და ღმერთმა მისცა ძალა, რომ ჭეშმარიტება შეეცნო. ეს არის თხოთის ჯვარი - უდიდესი სიწმინდე, რომელსაც აქვს დიდი ძალა არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ეს ჯვარი ბოლო დროს მუზეუმში ინახებოდა და ჩვენ გადმოგვეცა, რათა ერმა ილოცოს მის წინაშე", - ბრძანა უწმინდესმა.
ილია მეორის განმარტებით, ადამიანი მრავალი სასწაულის მხილველია, რაც იმას ნიშნავს, რომ "ჩვენთან არს ღმერთი". "უპირველეს ყოვლისა, ადამიანს უნდა ჰქონდეს მტკიცე სარწმუნოება. ამ შემთხვევაში მას არ უნდა შეეშინდეს განსაცდელის. განსაცდელი დასრულდება და მშვიდობა მოვა. საქართველო გაიხარებს, რადგან 20 საუკუნეა საქართველო ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელია", - აღნიშნა პატრიარქმა.
ქადაგების ბოლოს ილია მეორემ ლეიკემიით დაავადებული ბავშვები და ათამდე გვარი დალოცა. ასევე, წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდიები გადასცა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















