Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Gori

გორში 'ოქონობის' სახალხო დღესასწაული აღინიშნება

17/04/2012

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, 17 აპრილს, გორში, ტრადიციულად, "ოქონობის" სახალხო დღესასწაული აღინიშნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გორის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, "ოქონობაზე" ჩვეულებისამებრ მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი .

დღე ტრადიციულად ოქონის ნიშთან დაიწყება, სადაც 09:00 საათიდან ოქონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მშენებარე ტაძარში სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ჩაატარებს. წირვის შემდეგ მრევლი საზეიმო მსვლელობით ქალაქის ქუჩებს შემოივლის.

12:00 საათზე სერგი მაკალათიას სახელობის გორის სახელმწიფო ისტორიულ-ენთოგრაფიულ მუზეუმში გამოფენა მოეწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება აღნიშნული მუზეუმის ექსპონატები და გორის ფოტოები.

15:00 საათზე გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის - "დავა, გაყრა, ძუნწი, ანუ როგორც გენებოთ" ჩვენება გაიმართება.

"ოქონობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, დღის ბოლოს გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზში კონცერტი ჩატარდება. ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის მიწვევით დუეტი "ჯორჯია" იმღერებს.

"ოქონობა" გორში წელს მეცხრედ აღინიშნება. დღესასწაული საუკუნეების წინ მივიწყებული ტრადიციაა, რომელიც სამთავისისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით აღდგა და გორელების საყვარელ დღესასწაულად იქცა. დღესასწაული ოქონის ხატს უკავშირდება, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა და თამარ მეფის მიერ აშენებულ ოქონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული. ხატი ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს. 2004 წლიდან კი ის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში ინახება.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced