Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

პატრიარქი 'ბუდა-ბარის' აშენების შესახებ

17/04/2012

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2012 წლის სააღდგომო ეპისტოლეში თბილისში 100 000 ქართველის წამების უწმიდეს ადგილზე “ბუდა-ბარის” აშენების ფაქტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს არის "ახალი იდეოლოგიის" გამოვლინება და გამოხატულება.

"როგორც ჩანს, ,,ახალი იდეოლოგიის" გამოვლინება და გამოხატულებაა 100 000 ქართველის წამების უწმიდეს ადგილზე ბუდა-ბარის აშენება. ასევე ქალაქის ცენტრში ცოდვის სახლების, - კაზინოსა (თანაც საპატრიარქოს გვერდით) და ტოტალიზატორის... გახსნა, სოდომ-გომორის ცოდვის ჩამდენთა და მათი მსგავსი სხვა ,,გმირების" პოპულარიზაცია", - ბრძანებს პატრიარქი და აღნიშნავს, რომ აღნიშნავს, რომ საყოველთაო ჭეშმარიტება აღარ არსებობს და არსებობს მხოლოდ ინდივიდუალური ,,ჭეშმარიტებები".

"მათ შორის კი წარმატებულია ის მიმართულება, რომელიც მხარდაჭერილია ინფორმაციული მანქანისაგან და კარგად არის რეკლამირებული.თეოლოგთა შეხედულებით, ფეხს იკიდებს ვულგარული აზროვნება, რომელიც ადამიანში მხოლოდ ცხოველური ინსტიქტების წინ წამოწევას ემსახურება. ეს არის ჭეშმარიტი თავისუფლების სრული ანტიპოდი", - ბრძანებს პატრიარქი.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced