Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Makhata

დღეს მახათას მთაზე ისტორიული მშენებლობა იწყება

17/04/2012

მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ისტორიული მშენებლობა დღეს, 17 აპრილს იწყება. 18:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მახათაზე პარაკლისს გადაიხდის, რის შემდეგაც ტაძრის საკურთხევლის ადგილზე პირველ მიწას ამოიღებს.

ტაძრის საძირკველში ჩაბრძანებული იქნება მსოფლიოს სხვადასხვა წმინდა ადგილებიდან და საქართველოს ეპარქიებიდან ჩამობრძანებული სიწმინდეები.

ისტორიულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მრევლი საქართველოს 38-ვე ეპარქიიდან ჩამოვა.

პატრიარქის კურთხევით, მოსახლეობა ქვებს მოიტანს, რომლებზეც, ლოცვასთან ერთად, მათი ოჯახის წევრებისა და მათთვის ძვირფასი ადამიანების სახელები იქნება დატანილი. ეს ქვები ტაძრის საძირკველში იქნება ჩაბრძანებული.

სპეციალურად ამ დღისთვის, პატრიარქის კურთხევით, დაიწერა ანგია წინასწარმეტყველის ხატი, რომელიც მშენებლობის მფარველად მიიჩნევა.

მშენებლობის დაწყების ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებს ფონდ "ივერიისა"-ს დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე, რომელიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ისტორიულ მშენებლობას უდგას სათავეში.

ტაძარს საზოგადოება და ემიგრაციაში მყოფი ქართველები ერთად აშენებენ. სახალხო აქციაში უკვე 145 ათასი ადამიანია ჩართული. იქმნება ცოცხალთა და გარდაცვლილთა წიგნი, რომელშიც ტაძრის აღმშენებელი მილიონობით ქართველის გვარ-სახელები ჩაიწერება.

მშენებლობის მონაწილეებს საკუთარი სახელის ნახვა შეუძლიათ ფონდის ვებგვერდზე - www.makhata.ge.

აქციაში მონაწილეობის მსურველებს ყოველთვიურად 1 ლარის გადარიცხვა, ნებისმიერი სატელეფონო ოპერატორიდან, ასევე შეუძლიათ ნომერზე: 0901 77 77 77.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced