სიახლეები
ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" პატრიარქის აღსაყდრებიდან 35-ე წლისთავს მიეძღვნება
15/04/2012
VII საერთაშორისო ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 35-ე წლისთავს მიეძღვნება.
ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" 2006 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაარსა. ფესტივალის მუდმივი პარტნიორია თბილისის მერია.
წელს ფესტივალი მეშვიდედ იმართება და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი აშშ-ში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტიაა.
ფესტივალი ტრადიციულად თბილისში, ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში, 18-22 აპრილს ჩატარდება.
კონცერტები გაიმართება თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში.
თბილისის შემდეგ, საფესტივალო საღამოები გაგრძელდება სტეფანწმინდაში (2 მაისი), მარტვილში (20 მაისი), ქუთაისში (22 მაისი) ზუგდიდში, ხოლო დასკვნითი საღამო ტრადიციულად, ამაღლების დღესასწაულზე გაიმართება ბათუმში, სადაც 24 მაისს მუსიკალური ცენტრის ახალ საკონცერტო დარბაზში შედგება ცნობილი კომპოზიტორის, იოსებ ბარდანაშვილის შემოქმედებითი საღამო.
ფესტივალის თბილისის ნაწილის დასკვნით საღამოზე, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ახალი მუსიკალური ნაწარმოები “Agnus Dei”, რომელიც შექმნილია 2 სოლისტის, გუნდისა და ორკესტრისთვის.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















