Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


234

წერილი რუსეთის ეკლესიის მეთაურს

25/09/2010

მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გახდა ცნობილი, თითქოს თქვენ "დამოუკიდებლობის" 20 წლისთავთან დაკავშირებით მილოცვა გაუგზავნეთ სამხრეთ ოსეთის თვთიაღიარებულ პრეზიდენტს, რამაც ჩვენს მრევლში და საერთოდ საქართველოს მთელ საზოგადოებაში მძაფრი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

მეტად სამწუხაროა და სრულიად გაუგებარი ასეთი ქმედება, რადგან ეს ნიშნავს საქართველოს ამ უძველეს მიწაზე (რასაც მთელი მსოფლიოც აღიარებს) ძალადობრივად არსებული სეპარატისტული რეჟიმის თქვენის მხრიდან მხარდაჭერას და უკანონოდ გამოცხადებული "დამოუკიდებლობის" აღიარებას.

ჩვენ გვახსოვს პირადად თქვენი და რუსეთის ეკლესიის მხარდაჭერა საქართველოს და საქართველოს ეკლესიის კანონიკური საზღვრების აღიარების საკითხში. ამდენად სრულიად მოულოდნელი იყო ზემოაღნიშნული ნაბიჯი.

ვფიქრობთ, ეკლესია არ უნდა აყვეს პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პროცესებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ მომავალში თქვენ კვლავაც სამართლიანობის მხარეს დადგებით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას. ქრისტესმიერი სიყვარულით

ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი


25 სექტემბერი, 2010 წელი

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced