Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


1345

სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიულოცა

04/10/2010

 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიულოცა. სასწავლებელში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე ესწრებოდნენ. კათოლიკოს-პატრიარქმა სტუდენტები დალოცა კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ქართული უნივერსიტეტი 2008 წლის 12 ოქტომბერს დაარსდა. 2010 წლის იანვრიდან იგი აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებელია. უნივერსიტეტში უკვე სამსაფეხურიანი სწაავლებაა და მსურველებს მაგისტრატურაზე და დოქტურანტურაზეც იღებენ. ეროვნულობისა და სულიერების გაღრმავება და ფუნდამენტური უმაღლესი განათლების მიღება_ეს ამ სასწავლებლის მთავარი დევიზია.იდეა,კი რომელის გარშემოც კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ყველა ამ უნივერსიტეტის სტუდენტი უნდა გაერთიანდეს დელფოსის სამისნოზე დაწერილი სიტყვები_შეიცან თავი შენია,რომელსაც მალე სასწავლებლის ფასადსაც წააწერენ. დღეს უნივერისტეტის რექტორმა 7 ასპროცენტიანი დაფინანსების მქონე სტუდენტები დააჯილდოვა. სრულიდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტერესმა ილია მეორემ თითოეულ სტუდენტს საჩუქრად ახალი აღთქმა და ფსალმუნები გადასცა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced