Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Holy Shroud

დიდი შაბათი

14/04/2012

დიდ შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით, დღეს, 06:00 საათიდან, ტაძრების გარშემო გარდამოხსნის შემოტარების წესის შესრულება დაიწყება. სამღვდელოების წარმომადგენლები გარდამოხსნას, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნილი უფალია გამოსახული, ტაძარს შემოატარებენ. გარდამოხსნის შემოტარების წესს საღმრთო ლიტურგია მოყვება და მორწმუნეებს წმინდა ზიარების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

გარდამოხსნის შემოტარება სიმბოლურად მაცხოვრისთვის წესის აგებას და მის საფლავში დადებას განასახიერებს. სახარების მიხედვით, საფლავში დაფლულ უფალთან დილაადრიან მენელსაცხებლე დედები მივიდნენ. მათ ნელსაცხებელი მიჰქონდათ, მაგრამ საფლავზე მიდებული ლოდი გადაგორებული დახვდათ, ხოლო უფლის ანგელოზმა მათ აუწყა, რომ უფალი აღდგა.

დიდმარხვა 27 თებერვალს დაიწყო და 15 აპრილს, უფლის ბრწყინვალე აღდგომით დასრულდება.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced