სიახლეები
15 და 16 აპრილს მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ
13/04/2012
15 და 16 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ. რაც შეეხება მეტროპოლიტენს, უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა შაბათს ღამის, 12.00 საათიდან 15 აპრილის 15.00 საათამდე იქნება.
ამასთან, 15 და 16 აპრილს, 08.00-18.00 საათამდე, სასაფლაოებზე გასვლის მსურველებს 80-მდე მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ მოემსახურება. კერძოდ, მუხათგვერდისა და ვაშლიჯვარის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები გავლენ მეტროსადგურ "დიდუბის" ზედა ტერიტორიიდან; "სადგურის მოედნიდან" და "მარჯანიშვილიდან" - კუკიის მიმართულებით; "დელისიდან" - საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით; "სარაჯიშვილიდან" - "თბილისის ზღვის" მიმართულებით და ჭიჭინაძის ქუჩა, კორპ.#25-დან - "ველის" მიმართულებით.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















