სიახლეები
ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების ტაძარში
12/04/2012
დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამების ტაძარში საღმრთო ლიტურგია დასრულდა. წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დიდ ხუთშაბათს იეროდიაკვნად მისი კურთხევა გაიხსენა.
უწმინდესმა ბრძანა, რომ არის დღეები, როცა ადამიანი განსაკუთრებით გრძნობს უფალთან სიახლოვეს, ხანდახან კი არის დღეები, როდესაც ფიქრობს, რომ უფალმა მიატოვა, თუმცა ღმერთი ყოველთვის ჩვენთან არის.
პატრიარქმა გაიხსენა ვნების კვირის დიდ სამშაბათს მისი ბერად კურთხევის დღე და აღნიშნა, რომ ამ დღეს საოცარ სიმარტოვეს და ტკივილს გრძნობდა. დიდ ხუთშაბათს კი იგი იეროდიაკვნად აკურთხეს და მაშინ უფალთან უდიდეს სიახლოვეს გრძნობდა და დიდ სიხარულს განიცდიდა.
"როცა სიმარტოვეს გრძნობთ, არ შეგეშინდეთ, უფალი ჩვენთან არის. როცა სიახლოვეს გრძნობთ, ნუ გაამაყდებით, სიამაყე და ამპარტავნება არ უნდა დაგეუფლოთ, რადგან შეიძლება მარტო დარჩეთ", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა ასევე ბრძანა, რომ დღეს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში 12 გზის სახარების კითხვა 19.00 საათზე დაიწყება, რათა მრევლმა დასვენება და ძალების აღდგენა შეძლოს.
სამებაში დღეს ასევე უწმინდესმა ფეხთბანვის წესი შეასრულა. ვნების შვიდეულის დიდი ხუთშაბათი მართლმადიდებლებისათვის განსაკუთრებული დღეა. ამ დღეს უფალმა იესო ქრისტემ მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ზიარების საიდუმლო დააწესა. ასევე მათ უდიდესი სიმდაბლის ნიშნად ფეხი დაბანა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















