Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

სადღესასწაულო ქადაგება

09/04/2012

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

ჩვენთან არს ღმერთი.

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს -ბზობას. უფალმა ინებოს, დიდებით შემოვიდეს იგი ჩვენს გულსა და გონებაში. ამ დღეს უფალი ზეიმით შებრძანდა იერუსალიმში, მოციქულები კი ტანსაცმელს უფენდნენ მას. საოცარი ის არის, რომ ხალხმა, რომელმაც მაშინ ადიდა უფალი, რამდენიმე დღის შემდეგ ჯვარს აცვა. ცვალებადია ადამიანის ბუნება. მან დიდი ყურადღებით უნდა ადევნოს თვალი საკუთარ გონებასა და საქმიანობას.

ერთი ფილოსოფოსი ამბობდა: “შეიცან თავი შენი”. ყოველი ადამიანი მოწოდებულია იმისთვის, რომ შეიცნოს საკუთარი თვისი. ეს კი მეტად ძნელია.უფრო ადვილია სხვისი შეცნობა. ხშირად პიროვნება არ არის ობიექტური. ადამიანის სახე, მისი არსება ჩვენ წინაშე წარმოდგება სამი სახით: როგორ გვხედავენ ჩვენ სხვები, როგორ ვხედავთ ჩვენ საკუთარ თავს და როგორები ვართ სინამდვილეში. უფალმა ინებოს, რომ ჩვენი სული, გონება, საქმიანობა წარმართული იყოს საკუთარი თავის შეცნობის სურვილისკენ.

ერთი დიდი მქადაგებელი იყო ინდოეთში, რომელსაც ჰკითხეს, ამდენი ხალხი გისმენს და ნუთუ ამპარტავნება არ დაგეუფლაო? მან კი მაგალითად მოიყვანა მაცხოვრის შესვლა იერუსალიმში. როცა ხალხი ჯორს უფენდა თავის ტანსაცმელს, სინამდვილეში ჯორს კი არა, თაყვანს სცემდა მაცხოვარს, რომელიც სახედარზე იჯდა. ეს ფილოსოფოსი ამბობდა: “მე ვარ ჭურჭელი, სულიერი სახლი, სადაც ცხოვრობს უფალი და რატომ უნდა დამეუფლოს ამპარტავნება”?

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ეს დღე მიგვითითებს იმაზე, რომ დიდება და დაცემა ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან. მაცხოვარმა ამ დიდების შემდეგ უნდა განვლოს გოლგოთა და ჯვარცმა. მხოლოდ ამის მერე იქნება აღდგომა და ამაღლება.

ღმერთმა დაგლოცოთ და მოგვასწროს ბედნიერ აღდგომას.

ჩვენთან არც ღმერთი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

ბზობა

08.04.2012

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced