სიახლეები
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
12/10/2010
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტერესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. შეხვედრა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დაარსებიდან 1700 და განახლებიდან ათასი წლის იუბილეს მიეძღვნა. კონფერენციას კათოლიკოს-პატრიარქი, წმინდა სინოდის წევრები და სხვადასხვა ქვეყნის მართლმადებელი ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრნენ. საგანგებოდ სვეტიცხოვლობის დღესასწაულისთვის საქართველოში სერბეთის, იერუსალიმის, რუმინეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, ალბანეთისა და ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადებელი ეკლესიების დელეგაცია ჩამოვიდა. შეკრებილ საზოგადოებას უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს მძიმე ისტორიულ წარსულზე ესაუბრა. სამეცნიერო კონფერენციას წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. უმაღლესი სასწავლებლის აკადემიურმა საბჭომ, კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით, ტირანის მიტროპოლიტსა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსს, უნეტარეს ანასტასიოსს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური 250-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია და ევროპის რამდენიმე წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის საპატიო დოქტორის წოდებას ატარებს. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის იუბულესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს საპატრიარქოსა და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. სამეცნიერო შეხვედრა ხვალ დასრულდება.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















