Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Meeting

ილია მეორე - აფხაზებსა და ოსებთან წარმოქმნილი გაუგებრობა ხელოვნურადაა შექმნილი

03/04/2012

“ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის წარმოქმნილი გაუგებრობა ხელოვნურადაა შექმნილი”, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თბილისში ვიზიტით მყოფ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვთან შეხვედრაზე განაცხადა. უწმინდესმა ბულგარულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ბულგარეთის დახმარების იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. ეს ჩვენი დიდი პრობლემაა. მე სოხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი 11 წელი ვიყავი. ჩვენ მათთან კონფლიქტი არასდროს გვქონია. აფხაზები ჩვენი ძმები არიან. ჩვენს შორის წარმოქნილი გაუგებრობა ხელოვნურადაა შექმნილი. ასეთივე მდგომარეობაა ოსებთანაც", - განაცხადა ილია მეორემ.

მისივე განმარტებით, კავკასიაში არც ომია და არც მშვიდობა და ამ მდგომარეობის გაგრძელებაც აღარ შეიძლება. "ჩვენ კავკასიაში მშვიდობა და კეთილდღეობა გვინდა. იმედი გვაქვს, ბულგარეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ყველა მხრივ დაუჭერს მხარს", - აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორემ საქართველოსა და ბულგარეთის ეკლესიებს შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობებზეც ისაუბრა და მას მეგობრული უწოდა. "ჩვენ მრავალი ასწლეულის განმავლობაში მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. პეტრიწონის მონასტერი ჩვენი მეგობრობის სიმბოლოა", - ბრძანა უწმინდესმა.

ბულგარეთის დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის ხელმძღვანელობით, საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს, რომელთანაც რამდენიმე შეთანხმებაც გაფორმდა. საპატრიარქოდან კი ბულგარელი სტუმრები პრეზიდენტის რეზიდენციაში გაემგზავრებიან, სადაც მათ მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced