სიახლეები
საქართველოს საეკლესო კანონების კრებული
27/03/2012
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტ ანანიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. „საქართველოს საეკლესო კანონების კრებულში“ ავტორმა მე-4-დან მე-20 საუკუნის ჩათვლით საქართველოს საეკლესიო კრებების სამართალი, მსოფლიო და საქართველოს საეკლესიო კრებები და მიღებული დოკუმენტები განიხილა . ყოვლადუსამღვდელოესი ანანია არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია . მან საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორია ოთხტომეულის სახით უკვე გამოსცა. ახალი კრებული კი მღვდელმთავარმა თავად წარადგინა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. წიგნის პრეზენტაციას გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი იაკობი , უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ–მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















