Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


40 Saints

დღეს სებასტიის ტბაში წამებული 40 მოწამის ხსენების დღეა

22/03/2012

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია დღეს სებასტიის ტბაში წამებული 40 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტერესი ილია მეორე წმინდა ორმოც მოწამეთა ტაძარში მიბრძანდა და პარაკლისი გადაიხადა. სადღესასწაულო წირვა–ლოცვა ეკლესიაში დილიდან მიმდინარეობდა. კათოლიკოს-პატრიარქმა მართმადიდებელ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა,რომ ეს დღესასწული მისთვის ერთ–ერთი გამორჩეულია,რადგან ორმოც მოწამეთაგან ერთ–ერთს ირაკლი ერქვა, რაც საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ერისკაცობის სახელია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრირქმა უწმინდესმა და უნეტერესმა ილია მეორემ წმინდა ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის მონასტრის მღვდელმსახურ იღუმენ ალექსი არაჩემიას არქიმანდრიტობა უბოძა. წმინდანები,რომელთა ხსენებსაც 22 მარტს აღვნიშნავთ, მეოთხე საუკუნეში აწამეს, მას შემდეგ რაც მათ კერპთა თაყვანისცემაზე უარი თქვეს. ისინი კაბადოკიელი ქრისტიანი მეომრები იყვნენ და სებასტიაში მსახურობდნენ,ქალაქის მმართველი კი ამ რწმენის ადამიანებს დევნიდა. სწორედ მისი ბრძანებით მეომრები ციხეში ჩასვეს, შემდეგ მათი ქვებით ჩაქოლვაც სცადეს,მაგრამ ქვა მიზანს ვერ აღწევდა. ბოლოს კი მოწამეები სებასტიის გაყინულ წყალში ჩააყენეს,მეორე მხარეს კი აბანო გააჩაღეს. ერთმა მეომარმა ვეღარ მოითმინა და შეციებული აბანოსკენ გაიქცა,მაგრამ მეორე მხარემდე ვერ მიაღწია და გარდაიცვალა. შუაღამისას წყალი გათბა. დარჩენილ 39 მოწამეს მეომრების დარაჯი აგამენონიც შეუერთდა,რომელმაც იხილა,რომ ტბაში მდგარ ქრისტიანებს თავზე 39 განათებული გვირგვინი ედგა და მათთან ერთად გადაწყვიტა მოწამებრივი სიკვდილი. დილით წარმართებმა ნახეს, რომ კაბადოკიელი ჯარისკაცები ცოცხლები იყვნენ, დარაჯი აგლაოსი კი მათ გვერდით იდგა. წმიდა მოწამეები ტბიდან ამოიყვანეს და ხმლებით აკუწეს, შემდეგ მათი გვამები დაწვეს, გარუჯული ძვლები კი ტბაში გადაყარეს. საუკუნეების განმავლობაში ამ წმინდანების სახელზე იწერებოდა ხატები და შენდებოდა ეკლესიები. ღვთისმასახურების დასრულების შემდეგ კათოლიკოს–პატრიარქმა მონასტრის მშენებარე კელიები დაათვალიერა. მოინახულა და გაეცნო იმ უნიკალურ ნივთებსაც, რომლებიც ტაძრის ტერიტორიაზე დაწყებული ბოლო არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოაჩნიეს. ზეთისა და ღვინის გადასატანი მცირე ჭურჭელი ანტიკური დროის ამფორა, რომლის მსგავსი თბილისში ჯერ არ არის ნაპოვნი , ფრინველებისა და ცხოველების გამოსახულებებიანი ფიალები და წამლის მოსამზადებელი ხელსაწყო_ ეს ყველაფერი არქეოლოგებმა ამ ადგილის ბოლო პერიოდის გათხრებისას მოიპოვეს. ამავე სამუშაოებისას აღმოჩენილია მეხუთე –მერვე საუკუნეების ქვა–ჯვარიც. არქეოლოგიური კვლევა–ძიება მონასტრის ტერიტორიაზე 1998 წლიდან მიმდინარეობს. ორთაჭალში ორმოც მოწამეთა სახელობის მონასტრის ადგილას პირველი ტაძარი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროს უნდა აშენებულიყო. შემდეგ საუკუნეებში მოწამეების გამოსახულება ფრესკულ მხატვრობაში, კერძოდ კი ვარძიისა და წალენჯიხის ეკლესიების მოხატულობაში გვხვდება. ხელოვნებათმცოდნეები კი განსაკუთრებულად გამოყოფენ ორმოც მოწამეთა ერთ ხატს, რომელიც ახლა მესტიის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება. სიწმინდე შესრულების მაღალმხატვრული დონით გამოირჩევა. დარგის სპეცილისტები მიიჩნევენ,რომ მიუხედავად ხატის ადგილმდებარეობისა, თავისი შესრულების სტილით ის არ ჰგავს ე.წ. სვანურ ხატწერას და იმასაც აღიშნევენ,რომ სიწმინდე ყველაზე ახლოს ატენის სიონის კედლის მხატვრობასთან დგას. წმინდა ორმოცმოწამის ხსოვნას ქართველები მუდამ განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ. ქალაქის შუაგულში მდგარ ამ ტაძარს ყოველთვის ისეთი ბედი ჰქონდა,როგორც დედაქალაქს და ამიტომ მტერთა შემოსევებისას ის ხშირად ინგრეოდა,მაგრამ მშვიდობის პერიოდში ქართველი მეფეები ეკლესიას აუცილებლად აღადგნედნენ ხოლმე. დღენადელი ტაძარი კი სრულად საქართველოს კათოლიკოს–პატირიარქმა 2009 წელს გიორგობის დღესასწაულზე აკურთხა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced