Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Erlom Akhvlediani

ერლომ ახვლედიანი

21/03/2012

ცნობილი მწერალი და სცენარისტი ერლომ ახვლედიანი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი პროზაული კრებულები ”ზარმაცი თაგუნას ამბავი”, ”ვანო და ნიკო” , ”კოღო ქალაქში” მკითხველის უდიდესი სიყვარულით სარგებლობენ. არანაკლებ პოპულარულია ერლომ ახვლედიანის სცენარის მიხედვით შექმნილი ფილმები ”არასერიოზული კაცი”, ”სულელი ბროწეულის ხე”, ”ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” და სხვა ათეულობით კინონამუშევარი. დრამატურგი თავადაც არაერთ ფილმშია გადაღებული. ის წლების განბმავლობაში პარალელურად თეატრალურ ინსტიტუტში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა . ”შეუძლებელია, არ გაქრე და შეუძლებელია, გაქრე. ამას მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გაიგებ.”- ამბობდა თავად. თუმცა ერთი რამ ფაქტია, მისი კეთილი გულით კეთილად მოყოლილი კეთილი ამბები მკითხველს არასოდეს დაავიწყდება. 

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced