Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Books

წიგნთან დაბრუნება

21/03/2012

დაბრუნება წიგნთან – ასე უწოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტერესმა ილია მეორემ იმ წამოწყებას, რომელიც საპატრიარქოს ბიბლიოთეკის განსათავსებლად მისივე ლოცვა–კურთხევით განხორცილდა.

საპატრიარქოს ბიბლიოთეკა მალე ადგილს შეიცვლის და იმავე შენობაში განთავსდება, სადაც საპატრიარქოს ტლევიზია „ერთსულოვნება“ მდებაროებს. გარემო და ინფრასტრუქტურა ამისთვის უკვე კეთილმოწყობილია. საპატრირქოს ბიბლიოთეკის წიგნების მომავალი ადგილსამყოფელი დღეს თავად სრულიად საქართვოელოს კათოლიკოს–პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტერესმა ილია მეორემ დაათვალიერა. ამ სივრცის რემონტი დაახლოებით 4 თვის წინ დაიწყო და ახლა მასში ბიბლიოთეკესთან ერთად სამკითხველო დარბაზი, მცირე ოთახი მეცნიერიე–მკვლევარებისთვის და ინტერნეტ კაფე, რომლის კომპიუტერებში მსოფლიოს ყველა ონლიან გამოცემა იქნება ჩატვირთული და უცხოელი მკვლევარებისთვის და სასულიერო პირებისთვის განკუთვნილი სასტუმრო ოთახი განთავსდა. აქვე იქნება წიგნების სარესტავრაციო ოთახი. ადგილი კი სადაც წიგნები იქნება განთავსებული თანამედროვე კარადებით არის აღჭურვილი. მეტალისგან დამზადეული და მოძრავი თანამედროვე წიგნის თაროებით ამ ბიბლიოთეკის გარდა მხოლოდ ორ დაწესებულება სარგებლობს. შენობის დათვალიერების შემდეგ კათოლიკოს–პატრირაქმა ყველა ის ადამიანი დალოცა, რომელიც ამ საქმეში იყო ჩართული. ამავე ადგილას განთავსდა სასადილოც. საერთო ჯამში 1500 გრძივი მეტრის კარადები იმაზე გაცილებით მეტ წიგნს იტევს, ვიდრე ამჯერად საპატრირქოა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდია. წიგნის სავანე, ამ ადგილს უკვე ასე უწოდებენ, თავის პირველ მკითხველებს ძალიან მალე დაელოდება. წიგნები კი, რომელიც რამდენიმე დღეში აქ დაიდებენ ბინას ციფრულ ეპოქაშიც კი ადამიანებისთვის გადასაცემ მთავარ ცოდნას თვითონ ინახავენ.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced