სიახლეები
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს
18/03/2012
დიდმარხვის მესამე კვირას, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინითისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტერესი ილია II წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
ჯვრის თაყვანისცემა დიდმარხვის შუა პერიოდში აღინიშნება. იგი მორწმუნეებს უფლის ვნებებს ახსენებს და რწმენაში აძლიერებს.
დიდმარხვის შემდეგი კვირა წმინდა იოანე კლემაქსის სახელწოდებით აღინიშნება, რომელმაც ადამიანის განწმენდისთვის და უფალთან მისასვლელად სულიერების კიბე აღწერა. მას სხვაგვარად კიბისაღმწერელსაც უწოდებენ.
დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და 15 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















