Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Tbilisi Art Hall

საქველმოქმედო აქცია

17/03/2012

დავეხმაროთ ორი წლის ლუკა ლომიძეს - ამ სახელწოდებით საქველმოქმედო აქცია-კონცერტი ხვალ “თბილისი არტ ჰოლში” გაიმართება.

პატარა ლუკას, რომლესაც ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, საზღვარგარეთ სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება. სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა უკვე შეძლეს მისთვის გარკვეული თანხის შეგროვება. კონცერტიდან შემოსული თანხაც მთლიანად პატარა ლუკას ოპერაციას მოხმარდება. აქცია-კონცერტში მონაწილეობას ყველასთვის საყვარელი და ცნობილი ქართული ესტრადის ვარსკვლავები და ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის - “ქართული ხმები”, ანსამბლი ,,გოგოჭურები,“ ქართული საბრძოლო ხელოვნების აკადემია, “ნიკოლშოუ” და სხვები.

აღსანიშნავია, რომ შემსრულებლები აქცია­-კონცერტში მონაწილეობას აბსოლუტურად უსასყიდლოდ და დიდი სიხარულით დათანხმდნენ. ისინი მაყურებელს ორსაათნახევრიან პროგრამას შესთავაზებენ. კონცერტი “თბილისი არტ ჰოლში” ხვალ 5 საათზე დაიწყება. ბილეთის ღირებულება 12 ლარია და დაინტერესებულ პირებს მათი შეძენა “არტ ჰოლის” სალაროში შეუძლიათ. საქველმოქმედო აქციის მონაწილენი პატარა ლუკას დასახმარებლად სხვადასხვა ღონისძიების მოწყობას კიდევ გეგმავენ.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced