Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

12/03/2012

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი!

ძალიან ხშირად ადამიანი ეკითხება საკუთარ თავს, რა არის ყველაზე რთული მის ცხოვრებაში? ყველაზე რთული ისაა, რომ ჩვენ ვერ შევიცანით თავი. ვერ გავიგეთ, ვინ ვართ. ძველი რომაელები ამბობდნენ: “შეიცან თავი შენი.” დღეს მინდა ვისაუბროთ და გავიგოთ, თუ რა არის შეცდომა. ჩვენ ვხედავთ ჩვენს თვისებებს, ნაკლს. საიდან მოდის ეს ნაკლი? ეს უცებ არ ხდება. ეს მთელი პროცესია. უნდა შევისწავლოთ ეს პროცესი და ავიცილოთ თავიდან ესა თუ ის დაცემა. წმიდა მამების თქმით, პირველი ცოდვა შედის ადამიანის თვალში. იქვე თუ არ აღუდექი წინ ამას, მაშინ გადავა გულში, შემდეგ კი მთელ სხეულში და უკვე გვიან იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი არის ხატება ღვთისა, მას გააჩნია სისუსტეები. ის სუსტია აზროვნებაში, სიკეთის კეთებაში. ბოროტების კეთებაში კი – უფრო მარჯე. ეს იმიტომ ხდება, რომ პირველი ცოდვა, რომელიც დაშვებული იყო ადამისა და ევას მიერ, დღესაც მოქმედებს. ასეთი სუსტია ყოველი ადამინი. მაგრამ არსებობს პიროვნება, რომელიც ადვილად ებრძვის თავის თავს და ადამიანი, რომელიც ვერ ებრძვის, რის გამოც ვარდება ამა თუ იმ ცოდვაში. უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი მატარებელია ქრისტეს ნათელისა. მაგალითად, როდესაც თქვენს სახლში შემოვა ვინმე, თითქოს გაანათებს იქაურობას და სითბოს შემოიტანს. არის ადამიანი, რომელსაც ბოროტება შემოაქვს. ამიტომ საჭიროა, რაც შეიძლება ხშირად ვაკურთხოთ ჩვენი სახლები, რათა განიდევნოს ბოროტი სულები.

დღეს არის ხსენება გრიგოლ პალამასი, თესალონიკიის მთავარეპისკოპოსისა. მას ბევრი უმსჯელია თაბორის ნათელზე. ასევე, ფერისცვალების შესახებ, თუ რომელი ნათელი იყო ეს: მატერიალური თუ სულიერი. ტროპარში ნათქვამია, რომ უფალმა გამოუცხადა თავი თვისი და ნათელი აჩვენა მოციქულებს. თქვენ გახსოვთ, როცა წინასწარმეტყველმა მიიღო მცნებები, სახე უნათებდა ისე, რომ ხალხი ვერ უყურებდა მას. მოსე წინასწარმეტყველი იძულებული გახდა, ტილო ჩამოეფარებინა სახეზე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. გისურვებთ, რომ ყოველი თქვენგანი იყოს მტარებელი ამ ნათლისა. იესო ქრისტეს ნათელი განგვანათლებს ყოველთა. დალოცვილი და გახარებული იყავით.

ჩვენთნ არს ღმერთი!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

11.03.2012

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced