სიახლეები
წმინდა იოანე ნათლისმცემელი
08/03/2012
მართმადიდებელი ეკლესია წმინდა პატიოსნისა, დიდებულისა წინსწარმეტყველის იოანეს პატიოსანი თავის პირველად და მეორედ პოვნის დღეს აღნიშნავს. წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის შემდეგ მისი სხეული მოწაფეებმა პატივით დაკრძალეს. უფლის წინამორბედის თავი კი ჰეროდიადამ უპატიო ადგილას დაფლა. კეთილმსახურმა იოანამ, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის ცოლმა კი წმინა იოანე პატიოსანი თავი ფარულად ჩადო ჭურჭელში და ელეონის მთაზე, ჰეროდეს ერთ–ერთ მამულში მიწას მიაბარა. პირველად წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის ქალა კეთილმსახურმა დიდებულმა ინოკენტიმ იპოვნა, რადგან წლების შემდეგ ელეონის მთა მის მფობელობაში გადავიდა და მანაც ამ ადგილას ტაძრის აშენება გადაწყვიტა. საძირკვლის თხრის დროს კი სიწმინდე აღმოაჩინა,რაც უდიდეს სასწაულად ჩათვალა. სიკვდილის წინ ინოკენტიმ იმის შიშით, რომ სიწმინდე ურჯულოებს ჩაუვარდებოდათ, ისევ იმ ადგილას ჩადო,საიდანაც ამოიღო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ტაძარი დაინგრა და ის ტერიტორიაც გაუდაბურდა. მოციქულთა სწორ იმპერატორ კონსტანტინე დიდის მეფობის დროს იერუსალიმს მოსალოცად ორი ბერი ესტუმრა, მათ იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადათ და თავისი პატიოსანი თავის ადგილსამყოფელი ამცნო. ბერებმა მიწა ამოთხარე, სიწმინდე იპოვეს და უკან დაბრუნდნენ. გზად ისინი ერთ მექოთნეს შეხვდენენ, რომელსაც ძვირფასი ტვირთი სატარებლად გადასცეს. მექოთნემ არ იციოდა რა სიწმინდე მიჰქონდა, მაგრამ თავად იოანე ნათლისმცელელი გამოეცხადა და უბრძანა გაქცეულიყო დაუდევარი ბერებისგან იმ ტვირთიანად, რაც ხელთ ეპყრა. მექოთნე მართლაც ასე მოიქცა და შემდგომში სიკვდილამდე პატივით ინახავდა წმინდა იოანე ნალისმცემლის თავს, სიკვდილის წინ კი დას მისცა. ამის შემდეგ იგი მემკვიდრეობით გადაეცემოდათ ღვთისმოშიშ ქრისტიანებს, მანამ სანამ მისი მფლობელი ერეტიკოსი ევსტათი არ გახდა, რომელიც პატიოსანი თავის მადლით კურნავდა სნეულებს და სასწაულს ერეს მიაწერდა. მალე მის ბოროტმოქმედება განცხადდა და იძულებული გახდა გაქცეულიყო, თუმცა სიწმინდე ერთ მღვიმეში დამალა, იმ იმედით რომ კვლავ დაბრუნდებოდა და ხელში ჩაიგდებდა. მაგრამ ღმერთმა ეს არ დაუშვა და მღვიმეში კეთილმსახური ბერები დასახლდნენ და მალე მონასტერიც დაარსეს. სავანის ერთ არქიმანდრიტს მარკელს წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა თავის ადგილსამყოფელი ეცნობა. ეს მოვლენა სიწმინდის მეორედ პოვნის სახელით აღინიშნება. ავჭალაში ნათლისღების ტაძარში დღევანდელ დღესთან დაკავშირებით სავედრებელი პარაკლისი აღავლინეს. წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეს მართმადიდებელი ეკლესია წელიწადში რამდენჯერმე ზეიმობს და ეს დღესასწაულები ამ ტაძარში ყოველთვის განსაკუთრებუილად აღინიშნება.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















